კავკასია - ინტერდისციპლინური კვლევები
ენები, ხალხები, კულტურა, გენეტიკური კვლევები
ორგანიზატორები:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ჩატარების ადგილი: თბილისი, საქართველო
ჩატარების თარიღი: 25 - 28 სექტემბერი, 2025 წ.
კონგრესის მიზანია: გამოკვეთოს კავკასიის რეგიონის ენებისა და ხალხების კულტურულ-ცივილიზაციური კონტექსტი ისტორიულ ჭრილში ინტერდისციპლინური კვლევების შედეგების საფუძველზე; განსაზღვროს კავკასიის რეგიონის წინაშე არსებული ჰუმანიტარულ-ეკოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები; შეიმუშაოს გამოწვევათა გადასაჭრელად გასატარებელი აქტივობების სამეცნიერო საფუძვლები; განსაზღვროს კავკასიის ლინგვოკულტურული და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების შესაძლებლობები.
ზემოხსენებული საკითხები არ ზღუდავს სხვა კავკასიოლოგიურ თემატიკას, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს კონგრესზე გასატანად. კონგრესზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კავკასიის ენათა სიცოცხლისუნარიანობისა და ფუნქციონირების საკითხებს; ასევე კავკასიის ხალხთა ფიზიკური ანთროპოლოგიის საკითხებს, გენეტიკური კვლევების შედეგებს და ამ კვლევათა მიმართებას არქეოლოგიური და ლინგვისტური კვლევების შედეგებთან.
კავკასიოლოგთა VII საერთაშორისო კონგრესი იმუშავებს სექციებად დარგების მიხედვით:
- ენათმეცნიერება, სოციოლინგვისტიკა (3 სექციად)
- ისტორია (2 სექციად)
- არქეოლოგია
- კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა
- ეთნოლოგია
- ფოლკლორი, ლიტერატურა
- ეკოლოგია, გეოპოლიტიკა, გეოეკონომიკა
- კავკასიის ხალხთა ფიზიკური ანთროპოლოგია, გენეტიკური კვლევები
მნიშვნელოვანი თარიღები
თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 15 ივლისი, 2025 წ.
შეტყობინება მოხსენების პროგრამაში ჩართვის შესახებ: 5 აგვისტო, 2025 წ.
მოხსენებათა (სასტენდო, ზეპირი) წარდგენის ბოლო ვადა: 5 სექტემბერი, 2025 წ.
მასალების წარდგენის წესი - ორ ენაზე სამუშაო ენებიდან
მოცულობა: არაუმეტეს 500 სიტყვისა ერთ ენაზე
შრიფტი: ქართულისათვის – Sylfaen, ინგლისურისა და რუსულისათვის – Times New Roman
შრიფტის ზომა: 12, სტრიქონებს შორის ინტერვალი: 1,5.
ფორმატი: როგორც MS Word, ასევე PDF.
თეზისები როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: CongresskafVII@gmail.com
რეგლამენტი
პლენარული სხდომის მოხსენება – 25 წუთი
მოხსენება (პრეზენტაცია) – 20 წუთი
დისკუსია - 10 წუთი
კონგრესის თავმჯდომარე პროფ. ც. ბარამიძე (თსუ)
აღმასრულებელი ხელმძღვანელი პროფ. გ. ფარეშიშვილი (კსუ)